მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლეს.
ჟურნალისტებმა შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე მიიღეს, საიდანაც მსვლელობით მივიდნენ უზენაეს სასამართლოსთან.
მსვლელობისას აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მზია ამაღლობელის და “სხვა სინდისის პატიმრების დატყვევებაში ცენტრალური როლი სასამართლოს ეკუთვნის”.
“სასამართლო არის კლანების მიერ მართული და ყველა გზა მანდ მიდის, ამიტომ ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.
ისინი არიან ქვეყანაში სამართლის გარანტები, ისინი არიან სასამართლო ხელისუფლება , ამავე დროს არიან ბიძინა ივანიშვილის მონები”,- განაცხადა ჟურნალისტმა, ნინო ზურიაშვილმა.
მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან სკანდირებდნენ: “მონებო, მონებო”, “მურუსიძე მონა!”.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ უზენაესი სასამართლოს შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.
ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა