მამუ, ძაან საყვარელი ხარ. მარა, არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ – მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მამუკა მდინარაძეს უპასუხა

პროევროპული აქციის მონაწილემ, პატიმრობაში მყოფმა ანდრო ჭიჭინაძემ უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ს, რომელმაც გამოთქვა მზაობა, მას თავდებში ჩაუდგეს, თუ დანაშაულს აღიარებს.
მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა, არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ, – წერს ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკოსის პასუხად. წერილს მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ასაჯაროებს.
გუშინ, 20 იანვარს, მამუკა მდინარაძემ ანდრო ჭიჭინაძეზე ლაპარაკისას ახსენა მსახიობის „კავშირი” ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და რუსეთთან.
„შენ თითქოს ყველაფერი რუსული გეზიზღება, მაგრამ მისი დეიდაშვილი ლაკა [ელენე] ხოშტარიასი არ იყოს, სგან ფინანსდები. ანდრო ჭიჭინაძისთვის არავის მიუთითებია, რატომ იღებ რუსულ კლიპში მონაწილეობასო…“ – თქვა მან და შემდეგ გათავისუფლების წინაპირობაზე ისაუბრა: „ვთქვათ ისიც, რომ კარგი მსახიობია, ბევრს უყვარს, როგორც მსახიობი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც. ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა – საქართველოა, თბილისია. ვთქვი: შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას“.
მამუკა მდინარაძეს გუშინვე უპასუხა მსახიობის დედამ, ლიკა გუნცაძემ:
„მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ, ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“
„ახალი თეატრის“ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. ყველა მათგანს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი ს ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.