„მოხარული ვარ, რომ შევძელი და ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწარი“ – სალომე ზურაბიშვილი

ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი – ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა -ისპრეზიდენტის ს ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკა და საქართველო ნამდვილად მეგობრები არიან და ინაუგურაციის ღონისძიებაზე დასწრება საჭირო იყო.
„მოხარული ვარ, რომ შევძელი და ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწარი. უფრო სწორად, მე კი არ დავესწარი, არამედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი.
ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ოცდაათი წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ და ასეთი გამოხატულება, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწარი, საჭირო იყო.
პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება“,- აცხადებს .