ანდრო ჭიჭინაძე მამუკა მდინარაძეს: მამუ, ძაან საყვარელი ხარ. მარა…

პატიმრობაში მყოფი პროევროპული აქციის მონაწილე, ანდრო ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ ლიდერს, ს, რომელმაც გამოთქვა მზაობა ჩადგომოდა თავდებში, თუ ის დანაშაულს აღიარებდა.
„მამუ, ძაან საყვარელი ხარ. მარა, არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ“, – წერს ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკოსის პასუხად. წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ასაჯაროებს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა: „ვთქვათ ისიც, რომ კარგი მსახიობია, ბევრს უყვარს, როგორც მსახიობი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც. ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა – საქართველოა, თბილისია. ვთქვი – შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას“.
მას გუშინვე უპასუხა მსახიობის დედამ, ლიკა გუნცაძემ:
„მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ, ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“