ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) სამშაბათს სინანული გამოთქვა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების გამო – გაიყვანოს თავისი ქვეყანა გაეროს უწყებიდან და განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ ის “გადაიფიქრებს”.
20 იანვარს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ავალდებულებს აშშ-ს დატოვოს WHO – ორგანო, რომელსაც ის აკრიტიკებდა კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის გამო.
აშშ ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი დონორია და ეს ფინანსური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უწყების მუშაობისთვის.
” WHO გადამწყვეტ როლს ასრულებს მსოფლიოში ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ამერიკელებისა”, – განუცხადა ჟენევაში ჟურნალისტებს ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ტარიკ ჯასარევიჩმა.
მოსალოდნელია, რომ აშშ-ის გასვლა გამოიწვევს ორგანიზაციის მნიშვნელოვან რესტრუქტურიზაციას და შეიძლება კიდევ უფრო შეაფერხოს ჯანდაცვის სფეროში გლობალური ინიციატივები.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრამპი WHO-სთან კავშირს გაწყვეტს. მისი პირველი მცდელობა მოგვიანებით შეიცვალა ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ჯასარევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ოფიციალური შეტყობინებიდან ერთი წელი დასჭირდება WHO-ის დატოვებისთვის, არსებული წესების თანახმად.
ჩინეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პეკინი გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას. WHO-ის როლი მხოლოდ უნდა გაძლიერდეს და არა შესუსტდეს”, – თქვა გუ სიაკუნმა.
ფორუმი