ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კუო ძიაქუნმა აშშ-ს მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დატოვებასა და პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან ხელმეორედ გასვლაზე შეშფოთება გამოთქვა და თქვა, რომ ჩინეთი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთგული რჩება.
“ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს WHO-ს თავისი პასუხისმგებლობების შესრულებაში… და იმუშავებს კაცობრიობისთვის საზიარო ჯანდაცვის საზოგადოების შენებაზე. [..] WHO-ს როლი მხოლოდ უნდა გაძლიერდეს და არა დასუსტდეს”. – თქვა ძიაქუნმა.
ძიაქუნის თქმით, ჩინეთი “გააგრძელებს ყველა მხარესთან მუშაობას […] რათა კლიმატის ცვლილების გამოწვევებს გაუმკლავდეს”.
“კლიმატის ცვლილება არის საერთო გამოწვევა, რომელსაც მთლიანი კაცობრიობა აწყდება. […] ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება შეუხებელი და ვერ გადაჭრის პრობლემას თავად”. – თქვა ძიაქუნმა.
20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რიგ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) და პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის შესახებ.