„გალერია თბილისმა“ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა.
როგორც 2025 წლის 20 იანვარს საჯარო რეესტრში შეტანილი ცვლილებიდან ირკვევა, „გალერია თბილისი“ შპს-ს ნაცვლად სააქციო საზოგადოება გახდა.
კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „გალერეა ჰოლდინგია“, რომლის მფლობელი ლუქსემბურგში დაარსებული კომპანია შპს „ჯი სი ეფ“-ია.
სს „გალერია თბილისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ქინქლაძეა, საბჭოს წევრებია არიან: ივანე ხვედელიძე და დავით გალუაშვილი.