აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა.
ძირითადი აქცენტები:
- ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა, დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში;
 - ამერიკას დავაყენებ პირველ ადგილზე, ჩვენი სუვერენიტეტი დაბრუნდება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება;
 - აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – მამრობითი და მდედრობითი;
 - ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და, ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ;
 - მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა, მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო;
 - ეროვნული ერთიანობა ბრუნდება ამერიკაში, თავდაჯერებულობა და სიამაყე უპრეცედენტოდ მაღალია, ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს ქვეყანას, კონსტიტუციას და ღმერთს;
 - პირველ რიგში, გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება;
 - ამერიკული ოცნება მალე დაბრუნდება, აყვავდება, როგორც არასდროს, რათა აღდგეს ფედერალური მთავრობის კომპეტენტურობა და ეფექტიანობა;
 - ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ;
 - მოკლე დროში ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ, ჩვენ არხი ჩინეთისთვის არ მიგვიცია, პანამას მივეცით და უკან ვიბრუნებთ;
 - დავასრულებთ ქრონიკულ დაავადებათა ეპიდემიას, დავიცავთ ჩვენს შვილებს უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და დაავადებების გარეშე;
 - სამხედრო ძალებში აღვადგენ მოსამსახურეებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს „კოვიდის“ ვაქცინაზე უარის გამო, ისინი მიიღებენ კომპენსაციას;
 - ჩვენ ვდგავართ ამერიკის ისტორიის ოთხი საუკეთესო წლის მიჯნაზე, ხელახლა ავაშენებთ ერს, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს, მოიტანს ერთიანობის ახალ სულს მსოფლიოში.
 
				
								
								


