“Julius Baer”-ი ბლოკავს სამართალდამცავების მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე, როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ქეისს ომის პარტია იყენებს სათავისოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

“Julius Baer”-ი ბლოკავს სამართალდამცავების მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე, როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ქეისს ომის პარტია იყენებს სათავისოდ ს წინააღმდეგ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ, „შუამდგომლობების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში.“ როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ის რომ “Julius Baer”-ი ბლოკავს სამართალდამცავების მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე, კანონდარღვევაა ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით.
მისივე თქმით, ნებისმიერი ბანკი ვალდებულია გამოძიების ფარგლებში გასცეს ინფორმაცია, მაგრამ როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ქეისს ომის პარტია იყენებს სათავისოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ექსპერტის შეფასებით, დამნაშავე ბაჩიაშვილზე ხელის დაფარება და მასზე ინფორმაციის დამალვა თვალნათლივ აჩვენებს, რომ ყველა პროცესი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იმართება გლობალური ომის პარტიის მიერ.
„ის რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა კოორდინაციაშია გლობალური ომის პარტიასთან არ ახალია, ამის ნათელი მაგალითია ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი 29 აპრილის გამოსვლის შემდეგ, როცა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს შეეზღუდა საკუთარ ფინანსებზე წვდომა.
რა ხდება ამის შემდეგ, “Julius Baer”-ი ბლოკავს სამართალდამცავების მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე, რაც კანონდარღვევაა ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით. ნებისმიერი ბანკი ვალდებულია გამოძიების ფარგლებში გასცეს ინფორმაცია, მაგრამ როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ქეისს ომის პარტია იყენებს სათავისოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. დამნაშავე ბაჩიაშვილზე ხელის დაფარება და მასზე ინფორმაციის დამალვა თვალნათლივ აჩვენებს, რომ ყველა პროცესი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იმართება გლობალური ომის პარტიის მიერ“-წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი, ეს დანიგანმა ვერ, თუ არ გაიგო, დავაბრალოთ თარჯიმანს?! შეხვედარზე უარი ითქვა იმის გამო, რომ ვინმეს იმის განცდა არ გასჩენოდა, სანქციების ქვეშ მყოფი ბატონი ივანიშვილი თავის ინტერესებს ქვეყნისაზე უფრო წინ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დაამტკიცა საპირისპირო