გარდა იმისა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე და ფინანსურ რესურსზე წვდომა შეზღუდა, მათ ასევე მაშველი რგოლის როლი ითამაშეს ბაჩიაშვილისთვის

გარდა იმისა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე და ფინანსურ რესურსზე წვდომა შეზღუდა, მათ ასევე მაშველი რგოლის როლი ითამაშეს ბაჩიაშვილისთვის
როგორც ირკვევა შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი გამოძიებას ინფორმაციას უმალავს! აღნიშნული საერთაშორისო სკანდალია, რადგან დაუშვებელია საგამოძიებო ორგანოს კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა და მოთხოვნილი ინფორმაციის დამალვა, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ Julius Baer-მა ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე და ფინანსურ რესურსზე წვდომა შეზღუდა, ასევე, მაშველი რგოლის როლი ითამაშა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ გამოძიების მიმდინარეობისას.
“როგორც ირკვევა შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი გამოძიებას ინფორმაციას უმალავს! აღნიშნული საერთაშორისო სკანდალია, რადგან დაუშვებელია საგამოძიებო ორგანოს კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა და მოთხოვნილი ინფორმაციის დამალვა. როგორც ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, გარდა იმისა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე და ფინანსურ რესურსზე წვდომა შეზღუდა, მათ ასევე მაშველი რგოლის როლი ითამაშეს ბაჩიაშვილისთვის, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს (დაზარალებული ). გლობალური მოთამაშეები, ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდს იყენებენ. რა თქმა უნდა აღნიშნული ორი ფაქტი, არა შემთხვევითობა, არამედ კოორდინირებული მუშაობის მაგალითია, შვეიცარიული ბანკი და გლობალური ომის პარტია, ბიძინა ივანიშვილის სამაგალითოდ დასჯას ცდილობს, რადგან მან სამშობლოს ინტერესები, მათ ინტერესებზე მაღლა დააყენა და საქართველოს ომში ჩართვაზე პრინციპული უარი განაცხადა!” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში