ომის დაწყების შემდეგ პირველად ვლადიმირ პუტინმა გადაცემა წლის შედეგებში მიიღო მონაწილეობა.
ყოველწლიურად რუსეთის პრეზიდენტი ხალხის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. რუსული ოპოზიციური მედიის აზრით კითხვები, ისევე როგორც პასუხები პუტინის ადმინისტრაციასთან წინასწარ არის შეთანხმებული. გადაცემაში იგზავნება ასევე sms შეტყობინებები, წლევანდელი გადაცემის ეთერში რამდენიმე კრიტიკული შეტყობინებაც მოხვდა.
“რატომ ცდება თქვენი რეალობა ჩვენს სინამდვილეს”
“გამარჯობა, როგორ გადავსახლდე რუსეთში, რომლის შესახებ პირველ არხზე ჰყვებიან?
“რატომ ღირს დაღესტანში ერთ შეკვრა კვერცხი 500 რუბლი”?
“თუ ყირიმი რუსეთია, მაშინ რატომ ირთვება როუმინგი ყირიმში გადასვლისას”?
“როდის მორჩება ომი? როდის იქნება მშვიდობა? როდის დაიწყება მშვიდობიანი მოლაპარაკებები”?