ტრამპმა აშშ-ს მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დატოვების ბრძანება გასცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ამერიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) დატოვებს.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, WHO-ს ყველაზე დიდი შემომწირველია და ყოველ წელს ორგანიზაციისთვის დაახლოებით $130 მილიონს გამოყოფს, რათა სააგენტომ ჯანდაცვის მხრივ გლობალური მზადყოფნისა და დროული პასუხის გაცემისთვის საჭირო ხარჯები დაფაროს.
ტრამპმა WHO-დან გამოსვლის პროცესი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რადგან მისი თქმით სააგენტომ სათანადოდ ვერ უპასუხა COVID-19-ს და არ აჩვენა, რომ ჩინეთისგან დამოუკიდებელია. თუმცა, ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან წაიღო.