დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სხვა ქმედებებთან ერთად, იწვევს პენტაგონის დამატებითი რესურსების და შეიარაღებული ძალების განლაგებას საზღვარზე კედლის მშენებლობის დასასრულებლად.
ამასთან, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი სხვა აღმასრულებელი ქმედებები მოიცავს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეწყვეტას, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, ეს საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების ან სასამართლოების მეშვეობით უნდა გადაიჭრას, ასევე ლტოლვილთა განსახლების მინიმუმ ოთხი თვით შეჩერებას, მიმართვას გენერალური პროკურორისადმი, მოითხოვოს სიკვდილით დასჯა უსაბუთო მიგრანტების მიერ სამართალდამცავების მკვლელობისთვის ან სხვა ისეთი დანაშაულების, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით ისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა