ბათუმის ხელოვნების უნივერისტეტში სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ

მათი მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდეს დაკავებული დეკანი და ოთხი სტუდენტი.
სტუდენტების თქმით, დეკანი და სტუდენტები მას შემდეგ დააკავეს, როდესაც პროევროპულ აქციას შეუერთდნენ.
“ჩვენ ქვეყანაში სამართალმა ფასი დაკარგა, ისინი უსამართლოდ არიან დაკავებულები. სტუდენტები ღამეებს ათენებენ ციხეში და ჩვენ მათ სოლოდარობას ვუცხადებთ. ამ ქვეყნის შენებაში სტუდენტებს უდიდესი წვლილი მიგვიძღვის და დაკარგულ სამართალს აღავადგენთ”,- აცხადებენ სტუდენტები
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია