რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს აქებს. ეს განცხადება პუტინმა 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ორბანთან ერთად პუტინმა სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერ ფიცოც შეაქო.
პუტინის თქმით, ორბანი და ფიცო გამონაკლისები არიან. ის ირწმუნება, რომ ისინი “არა პრორუსული პოლიტიკოსები, არამედ პრონაციონალურები არიან და საკუთარ ინტერესებს იცავენ”.
პუტინის მტკიცებით, დასავლეთში დამოუკიდებელი პოლიტიკოსების ნაკლებობა “დიდ ძმაზე, შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულებების” გამოა გამოწვეული. ამასთან, პუტინი ამბობს, რომ ამჯამად ვერ ხედავს პირობებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენისთვის.
“გამონაკლისია რამდენიმე ლიდერი – ფიცუ, რომელიც ახლა გამოჩინდა, არჩევნების შედეგად და ვიქტორ ორბანია უნგრეთში. ისინი არ არიან პრორუსული პოლიტიკოსები, ისინი პროეროვნულები არიან და საკუთარ ინტერესებს იცავენ. სამწუხაროდ, ასეთები მეტი აღარ არიან. ეს იმის ბრალია, რომ [სხვები] დამოკიდებულები არიან დიდ ძმაზე, შტატებზე, მაგრამ მზად ვართ მათთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის” , – აღნიშნა პუტინმა.