რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრები შეაქო და მათ “პროეროვნულები” უწოდა. პუტინმა 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს ორი პოლიტიკოსი პრორუსი არაა და ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებს.
“ფიკო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, ვიქტორ ორბანი უნგრეთში. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, ისინი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი არიან პროეროვნულები, ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს”, – თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი ცოტა ხნის წინ მივიდა ევროპული საბჭოს სამიტზე. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა გადაწყდეს დაიწყება თუ არა გაწევრების მოლაპარაკებები უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ორბანი უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების მთავარი მოწინააღმდეგეა. მას პოზიცია არც სამიტის წინ გამართული შეხვედრების შემდეგ შეუცვლია:
· უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზეზი არ არსებობს | ორბანის პოზიცია უცვლელია