“ბატონო პრეზიდენტო, დონალდ ტრამპ! თქვენი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ფიცის დადების დღეს, გთხოვთ მიიღოთ გულწრფელი მილოცვები პოლონელი ხალხისგან. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს წლების მეგობრობა და რწმენა ერთი და იგივე ღირებულებების მიმართ: თავისუფლება და დემოკრატია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააგრძელებს ამ კავშირის განმტკიცებას პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკურ დონეზე.
მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს პოლონეთ-ამერიკის ალიანსის გაძლიერებას. გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებებს მომავალ წლებში. ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს პოლონეთი!” | წერს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა X-ზე და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტთან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.