რადიო თავისუფლების უკრაინულენოვანმა გამოცემამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იყენებენ რუსი ოკუპანტები უკრაინელ ტყვეებს ცოცხალ ფარად.
ვიდეო სოფელ რობოტინოსთან ახლოს უკრაინელი სამხედროების დრონით არის გადაღებული.
“ჩვენ მოგვაწოდეს თითქმის 19-წუთიანი ვიდეო, რომლიდანაც რამდენიმე წუთი მოვჭერით. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ მიემართებიან იარაღ მომარჯვებული რუსი ჯარისკაცები უკრაინული პოზიციებისკენ, მათ წინ კი შეუიარაღებელი, ხელებაწეული უკრაინელი ტყვეები მიაბიჯებენ”. – წერს გამოცემა.