“რაში გვჭირდება მობილიზაცია?” – პუტინის 3 მიზანი უკრაინაში

“რაში გვჭირდება მობილიზაცია? დღეს ამის საჭიროება არ არის”, – განაცხადა პუტინმა კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მობილიზაციის ახალი ტალღა.
ნაწილობრივი მობილიზაციის დროს 300 ათასი ადამიანი გამოიძახეს. ამის შემდეგ ხელისუფლება გადავიდა სამხედრო პერსონალის საკონტრაქტო დაკომპლექტებაზე. როგორც პუტინი ამბობს, გუშინდელი მდგომარეობით ჯარში 486 ათასი სამხედროა გაწვეული. მისივე მტკიცებით, “არ მცირდება იმ კაცების რიცხვი, რომლებიც მზად არიან დაიცვან ქვეყანა”
“ყოველდღიურად 1,5 ათასი მოხალისე მოდის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.” – ამბობს პუტინი.
მისივე თქმით, “უკრაინაში მშვიდობა დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზნებს მიაღწევს”.
მოქალაქეებთან „პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინმა თქვა, რომ მიზნები არ შეცვლილა – “უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი.”
რუსეთში პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?