დონალდ ტრამპი – წინ არაფერი დაგვიდგება, რადგან ამერიკელები ვართ, მომავალი ჩვენია – დღეიდან აშშ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება

წინ არაფერი დაგვიდგება, რადგან ამერიკელები ვართ და მომავალი ჩვენია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გაბედულად დავდგებით, ამაყად ვიცხოვრებთ, თამამად ვიოცნებებთ და წინ არაფერი დაგვიდგება, რადგან ამერიკელები ვართ, მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა ახლახან დაიწყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „დღეიდან აშშ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება“.
„ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ ბევრი ტანჯვა განიცადა, მაგრამ ჩვენ მას დიდებას დავუბრუნებთ. ისეთი ქვეყანა ვიქნებით, როგორიც არავინაა, სავსე თანაგრძნობით, გამბედაობითა და განსაკუთრებულობით. ჩვენი ძლიერება ყველა ომს შეაჩერებს და სამყაროს, რომელიც განრისხებული, სასტიკი და არაპროგნოზირებადი იყო, ერთიანობის ახალ სულს მოუტანს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია