„ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე თავისუფალია

„ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე თავისუფალია. მან ფოთის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გურამ მურვანიძეს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს. ის ადმინისტრაციული მუხლით დაaკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
როგორც მოგვიანებით გურამ მურვანიძემ ადვოკატს განუცხადა, მან ირაკლი დგებუაძეს განუმარტა, რომ იყო „ბათუმელების“ ოპერატორი და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, თუმცა ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე პოლიციამ ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავა.
კადრებში ასევე ჩანს, რომ დაკავების დროს გურამ მურვანიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას