მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვულოცავ – ვიმედოვნებ, ის მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს აშშ-სა და ევროპაში „დიფ სთეითის“ ძალაუფლების ჩამოშლის შესახებ

ვიმედოვნებ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-სა და ევროპაში „დიფ სთეითის“ ძალაუფლების ჩამოშლის შესახებ თავის ამბიციურ მიზნებს მიაღწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვულოცავ. პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, რომ ის მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს აშშ-სა და ევროპაში დიფ სთეითის ძალაუფლების ჩამოშლის შესახებ. მსოფლიოს გაბედული ლიდერობა სჭირდება და ამის განხორციელების დროა“, – წერს მამუკა მდინარაძე X-ზეც.
ამასთან, მდინარაძემ გამოაქვეყნა „პოსტი“ „ფეისბუქზეც“, სადაც წერს“
„რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ “მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, – წერს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…