პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიულოცა ტრამპს გაპრეზიდენტება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დონალდ ტრამპს მიულოცა ოფიციალურად გაპრეზიდენტება. პუტინმა ილაპარაკა მოსკოვის მზაობაზე დიალოგისთვის -ის ახალ ადმინისტრაციასთან, უკრაინის ომის საკითხის გარშემო.
პუტინმა დადებითი მიმართება გამოხატა ტრამპის პოზიციის მიმართ, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა აეწყოს და ესკალაცია უნდა აღიკვეთოს.
“ვხედავთ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ არჩეული [ტრამპის] და მისი გუნდის წევრების განცხადებებს მათ სურვილზე აღდგეს პირდაპირი კონტაქტი რუსეთთან – რომელიც გაწყდა ჩვენი ბრალეულობის გარეშე, მიმავალი ადმინისტრაციის მიერ” – განაცხადა პუტინმა.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა უახლოეს დღეებში პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება. წყაროთა ცნობებით, საუბრის მიზანი, მათ შორის, იქნება ს მხრიდან ში წარმოებული ომის შეწყვეტის გზების ძიება. ტრამპის გუნდი იუწყებოდა ასევე ორი ქვეყნის პრეზიდენტების სამიტისთვის მზადებაზეც.
ს ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება, ვაშინგტონის დროით დღის 12 საათზე (თბილისის დროით საღამოს 9 საათი), 20 იანვარს.
პირველად 100 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ინაუგურაციაზე მიიწვიეს უცხოეთის სახელმწიფოთა ლიდერები, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა ასევე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა ცერემონიაზე ჩინეთი წარმოდგენილი იქნება მისი მოადგილის, ჰან ჩჟენის მიერ. უწინ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას მხოლოდ ჩინეთის ელჩები ესწრებოდნენ ხოლმე. ჰან ჩჟენი უკვე შეხვდა მომავალ ვიცე-პრეზიდენტს, ვენსს.
რუსეთი ინაუგურაციის ცერემონიაზე არ იქნება წარმოდგენილი.
საქართველოდან “ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიუწვევიათ. ინაუგურაციას ესწრება მეხუთე პრეზიდენტი – ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.