ნიკა გვარამია: …ამაზე კატასტროფული გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების სფეროში უბრალოდ წარმოუდგენელია!

“თუ მართლა ილიუნის და თსუ-ს გაერთიანებას გეგმავს რეჟიმი, ამაზე კატასტროფული გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების სფეროში უბრალოდ წარმოუდგენელია! 😡” – წერს სოციალურ ქსელში

„მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე. მოადგილე იქნება განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, კომისიის მდივანი — ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში“, — განაცხადა დღეს მ.