მედია – ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩის, გენერალ მარკ მილის და კონგრესის წევრებისთვის, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრას იძიებდნენ, წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა

ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩი მიმართ წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ენტონი ფაუჩი და აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, გადამდგარი გენერალი მარკ მილი შეიწყალა.
ასევე, ჯო ბაიდენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წევრები და თანამშრომლები შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრას იძიებდნენ.
„აღნიშნული სახელმწიფო მოსამსახურეები ჩვენს ქვეყანას პატივით ემსახურებოდნენ და არ იმსახურებენ, რომ უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნეები იყვნენ“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა