ანდრო ჭიჭინაძის დედა მამუკა მდინარაძეს – ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს, ჩაგყვებით ბოლომდე!

მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე! – ასე უპასუხა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ“.
„ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს, კარგი ბიჭია, კარგი მსახიობია და მზად ვართ ჩავუდგეთ თავდებშიო. თავისუფალი მსახიობია და რა მოხდა თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო… მაგრამ მაშინ რატომ ტყუის, რომ ეზიზღება ო?! ლაკას (ელენე ხოშტარიას) დეიდაშვილიაო, რომელიც ფინანსდება რუსეთიდანო და აბა მეტი რა ვთქვაო. არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“- წერს ლიკა გუნცაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა