რომის პაპი – აშშ-დან მიგრანტების დეპორტაციის გეგმა, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ -ის არჩეული პრეზიდენტის, ს გეგმა არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მისი თქმით, თუ დეპორტაციასთან დაკავშირებული გეგმები განხორციელდება, ტრამპი შექმნის „ღარიბ უბედურებს, რომლებიც ვერაფრის გადახდას ვერ შეძლებენ“.
„ეს არ არის სწორი. პრობლემები ასე არ წყდება“, – განაცხადა რომის პაპმა.
მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, უხელმძღვანელოს საზოგადოებას, სადაც სიძულვილის, დისკრიმინაციისა და გარიყულობის ადგილი არ იქნება და ხელი შეუწყოს ხალხებს შორის მშვიდობასა და შერიგებას.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე აშშ-დან უსაბუთო ემიგრანტების მასშტაბურ გაძევებას დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო