მამუკა მდინარაძე – ტრამპს ეძახდნენ რუსულ პროექტს – დღეს მათ რამდენი „ვაზელინიც“ არ უნდა შეიძინონ თავისი ძველი განცხადებების დასარბილებლად, არ ეყოფათ, ეტენებიან იმ ადამიანს, რომელსაც თავის დროზე სასტიკად ლანძღავდნენ

ტრამპს ეძახდნენ რუსულ პროექტს. დღეს მათ რამდენი „ვაზელინიც“ არ უნდა შეიძინონ (სხვა რამ არ იფიქროთ), თავისი ძველი განცხადებების დასარბილებლად, არ ეყოფათ. ისტორია ინახავს მათ გამონათქვამებს – ეტენებიან იმ ადამიანს, რომელსაც თავის დროზე სასტიკად ლანძღავდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განუცხადა.
მისივე თქმით, ტრამპისა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს.
„ჩვენთვის ყველაზე დამაიმედებელი არის ს ის განცხადებები, რომელიც მან გაახმოვანა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისა და მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ ის დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ოჯახურ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული და დაამთავრებს ში ომს. სამივე ეს მიდგომა ჩვენ გვაწყობს ძალიან. „დიფ სთეითი“ ებრძოდა საქართველოს ამდენი ხნის განმავლობაში. დღეს ს დასაშანტაჟებლად და იმიტომ, რომ „დიფ სთეითი“ ამხილა, დასჯის მიზნით, მეორე შვეიცარიულ ბანკს უდიდეს რეპუტაციულ ზიანს აყენებენ, ესეც „დიფ სთეითის“ „ღვაწლია“. „დიფ სთეითის“ დამარცხება ბუნებრივია ჩვენს ქართულ ეროვნულ ინტერესებშიც ჯდება. აქ ვემთხვევით ჩვენს პოზიციებში ტრამპს. ასევე, როდესაც ომის დამთავრებაზეა საუბარი, ბუნებრივია, თუ გაქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მავნებლური მიზანი, საქართველოს მიმართ წნეხი, როგორც მინიმუმ, შემცირდება. ასევე, ჩვენ ძალიან გვებრძოდნენ და გვეჭიდავებოდნენ, ღიად მოგვთხოვეს „გამჭვირვალობის კანონთან“ ერთად „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონის გაუქმება. ტრამპის მიდგომაც ისეთია, რომ ის საკუთარი განცხადებებით, დამოკიდებულებით იცავს ოჯახურ ღირებულებებს. აქაც ემთხვევა ჩვენი პოზიციები.
თუ ამ სამ მთავარ მიდგომაში ჩვენი პოზიციები ემთხვევა, ჩვენ ეს გვიჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოს მიმართ, ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, გარკვეული წნეხი უნდა შესუსტდეს. ჩვენი ოპონენტები დადიან, ბილეთებს ყიდულობენ და ცდილობენ 1200 დოლარად ვიღაცას მოაჩვენონ, რომ თითქოს იქ ტრამპმა მიიწვია. მეტი საქმე არ ჰქონდა, სულ იმაზე ფიქრობდნენ ვაშაძე და ხაზარაძე როგორ მიეწვიათ ტრამპის ინაუგურაციაზე. ფოტოებს თუ დადებენ, ცუდი არ იქნება რა პოზიციასა და რომელ ლოჟაზე ისხდებიან. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. სულ რომ ასე იყოს, მათი დამოკიდებულება და ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული დღევანდელი, დღეს უფლებამოსილებაში ვინც შევა, მისი დამოკიდებულება, არ ემთხვევა ერთმანეთს. ემთხვევა ჩვენი და ამერიკელი ხალხის არჩევანის დამოკიდებულებები და ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ტრამპს ეძახდნენ რუსულ პროექტს. დღეს მათ რამდენი „ვაზელინიც“ არ უნდა შეიძინონ (სხვა რამ არ იფიქროთ), თავისი ძველი განცხადებების დასარბილებლად, არ ეყოფათ არანაირი რაოდენობა. ისტორია ინახავს მათ გამონათქვამებს, შეურაცხყოფას ტრამპის მისამართით. დღეს, რაც არ უნდა მლიქვნელობით სცადონ მათი პოზიციების გამოსწორება, ეს სიტყვები ისტორიას აქვს შემონახული. ეტენებიან იმ ადამიანს, რომელსაც თავის დროზე სასტიკად ლანძღავდნენ. რაც შეეხება ბაიდენის ადმინისტრაციას, ჩემი შეფასებით, ყველაზე მავნებელი ადმინისტრაცია აღმოჩნდა როგორც საკუთარი ქვეყნისთვის, ისე საქართველოსთვის. ბოლოში როცა მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ვეღარ ხვდებოდა, თუკი რაიმე მავნებლობა შეიძლებოდა საქართველოსთან მიმართებით, ყველაფერი ჩაიდინა, ისე რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები, გადატვირთვა ურთულესი ყოფილიყო. ეს ყველაფერი აკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ნეგატიური მიმართულებით მიმავალ მატარებელს, მალე და პოზიტიური მიმართულებით შემოვატრიალებთ როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ხელისუფლება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.