ლევან ღამბაშიძე: თქვენ საერთოდ ვის უნდა დაუდგეთ თავდებში? რა წონა აქვს თქვენს სახელს? ერთი ჭიჭინაძე გადაგწონით მთელს პარტიას ამომრჩევლიანად

“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანიო… დასჭექა გიორგიმ ხმამაღლა სადღეგრძელო. წინაპრებიც ახსენა. დავითი, ვახტანგი, ქაქუცა და ანწუხელიძე…
ეს მეხუთე სადღეგრძელოზე.
მეშვიდეზე კი მის გვერდით მჯდომ თანამშრომელს უხსნიდა რო რუსეთს ერთი კნოპკა აქვს, დააჭერს და საქართველო ვაფშე გაქრება რუკიდან… კიდე იმას რო ეხლა სხვა დროა, რომ დავითის დროს სხვანაირად იბრძოდნენ… კიდე იმას, რომ დღეს თუ ქალი სილას გაარტყამს პოლიციელს, ხვალ პანღურს ამოარტყამს და ამიტომ უნდა იჯდეს 6 წლით, კიდე იმას, რომ კაკრას ეხლა ხელფასი მოემატა და იმასაც, რომ ყოველ დარბეულ მიტინგზე 300 ლარს უმატებდნენ…
ხოდა ნაძრახია ეგ სიცოცხლე გიორგი, მამუკა, ირაკლი, თამარ და ნებისმიერო ლაჩარო. სიცოცხლე არის, მისი ასე მოწყობაც თქვენი არჩევანია, უბრალოდ მაინც ნაძრახია და თქვენც იცით ეს, ჩვენც ვიცით და ჩვენს შთამომავლობასაც ეცოდონებათ.
რომ იცოდეთ, ბოლოს ბუნებრივად მხოლოდ ერთნაირი ლაჩრების გარემოცვაში დარჩებით, ვინაიდან სხვასთან უბრალოდ ერთ სადღეგრძელოს ვერ იტყვით, ვიღაცამ რომ არ დაგცინოთ. წესიერ ხალხში კი ყველა სადღეგრძელო თქვენს ლაჩრობას გაგახსენებთ.
რად გიღირთ ეგ თქვენი ნაძრახი სიცოცხლე? სად წაიღებთ მაგ ქონებას? რა სახელს უტოვებთ შვილებს?
პ.ს. მდინარაძეს უთქვამს ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში დავუდგებითო.
ჯერ იმ თქვენს ზარქუას დაუდექით, რამის თავი თუ გაქვთ.
და მერე, თქვენ საერთოდ ვის უნდა დაუდგეთ თავდებში? რა წონა აქვს თქვენს სახელს? ერთი ჭიჭინაძე გადაგწონით მთელს პარტიას ამომრჩევლიანად,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .