400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ისინი საპატიმროში კიდევ 10 თვეს გაატარებენ.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მათ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ.
ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს ჯებირების დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.