სიმონ ჯანაშია: არ უნდა იყოს დიდი გამოცანა ის, თუ რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ოცნების ამ “რეფორმას”, როცა …

“ირაკლი კობახიძემ, სამთავრობო კომისიას ვქმნით რომ უმაღლესი განათლების ხარისხი 4 წელიწადში ისეთივე მაღალი იყოს საქართველოში, როგორიც ევროპაშიაო. კომისიის თავჯდომარე იქნება ალექსანდრე წულაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოსამართლე იყო, ხოლო კომისიის მდივანი იქნება კობახიძის მრჩეველი განათლების დარგში – ლევან იზორია, რომელიც სხვა საქმიანობებს შორის იყო:
– 2004-2006 წწ. შსს აკადემიის რექტორი;
– 2012-2015 წწ. შსს მინისტრის მოადგილე;
– 2015-2016 წწ. სუსის უფროსის მოადგილე;
2016-2019 წწ. თავდაცვის მინისტრი;
2019-2020წწ. დაზვერვის სამსახურის უფროსი;
2019-2020წწ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.
არ უნდა იყოს დიდი გამოცანა ის, თუ რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ოცნების ამ “რეფორმას”, როცა უნივერსიტეტებში პროტესტი მიმდინარეობს, როდესაც ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად ოცნების დეპუტატია წარდგენილი, როცა განათლების სამინსტროდან სუს-ის მითითებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს ათავისუფლებენ, როცა ხარისხის მართვის ცენტრი პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს,” – წერს სოციალურ ქსელში  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც