ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და ჩვენი პოლიტიკის შედეგად მიღებული სარგებლით უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ

ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და ჩვენი პოლიტიკის შედეგად მიღებული სარგებლით უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ
ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, რომელსაც მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მიდის ყველას წინააღმდეგ, ისინი მუშაობენ, რომ დაზარალდეს თითოეული მოქალაქე.
„ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არა მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით და ა.შ. არა მარტო ემუქრებიან, ამაზე მუშაობენ, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რა თქმა უნდა, არაფერი გამოსდით მთელი ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში არაფერი გამოუვათ. ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს