ქართველი ხალხის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული – ანა ბუჩუკური კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინზე

ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე საათი რჩება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს აქტიურად განიხილავენ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის ნაწილი აქცენტს ქართველ ხალხზე და მათ დამსახურებაზე აკეთებს.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი როლი ქართულმა საზოგადოებამ ითამაშა.
“მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის დადებითი. ჩვენ ოფიციალურადაც გაგვიფორმდება ფაქტობრივად უკვე მიღებული კანდიდატის სტატუსი. ქართველი ხალხის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, ეს ის ხალხია, რომელიც არამხოლოდ ახლა, არამედ ათეულობით წლებია იბრძვის თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს ევროპის წევრი ქვეყანა ვეღარავინ აღუდგება წინ.
“მაქვს მოლოდინი “ქართული ოცნების” ყველა წარმომადგენელზე უკეთესი და პოზიტიური იმიტომ, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოს არ დატოვებენ რუსეთთან მარტო პირისპირ. რაც არ უნდა და ვინც არ უნდა შეეცადოს საქართველოს დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ქართველი ერის არჩევანს ვერავინ ვეღარ აღუდგება წინ”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას