სასამართლომ 21 წლის გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დაცვის მხარის თქმით, საქმეში ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.