21 წლის გიორგი მინდაძე მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 21 წლის გიორგი მინდაძე ოლიგარქის მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
გამოძიების მტკიცებით, 29 ნოემბერს მინდაძემ პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის გამოც პოლიციელმა, მათივე თქმით, დაზიანება მიიღო.