“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

“ათასობით მსჯავრდებული ამნისტიით გამოუშვეს ყოველგვარი კვლევის, რისკების შეფასების გარეშე. ამის შედეგები მალე გამოჩნდება. ამ კანონში ყველა ის დანაშაული ჩაწერეს, რისი ჩაწერაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კანონის მიღმა მაინც დარჩა ხალხი, ვინც ამნისტიით ვერ გამოუშვეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი.
ამდენი პირი ერთდროულად (ერთ ჯერზე) ბოლო 10 წელია არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია. არათუ ერთ ჯერზე, იშვიათად, რომელიმე წელს ამდენი მსჯავრდებული შეეწყალებინა ვინმეს. შეწყალების სტატისტიკა ასეთია: 2024 წელი – 69, 2023 – 46, 2022- 23, 2021 – 18, 2020 – 20, 2019 – 47, 2018 – 362, 2017- 548, 2016 – 579, 2015 – 730, 2014 – 555, 2013 – 857.
არასამთავრობო სექტორია “გამჭვირვალობის კანონის” მომღებმა ხელისუფლებამ იქნებ გვითხრას, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს, რატომ, შეწყალების კომისიაში ვინ იყვნენ და როგორ მოახერხეს ეს ასე მოკლე დროში.”
– წერს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმას” წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია