47 146,64 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა | შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – “ქუთაისის აეროპორტი” და “სადახლო-საავტომობილო”, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური შემოწმება მოხდა.
“შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო ჯამში: 468,15 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 146,64 ლარი შეადგინა”, – წერია უწყების განცხადებაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 28 458,07 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო ერთი კანონდამრღვევი, უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.