„თავისუფლება მზიას“ – ამ მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება მზიას“, – ამ მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლთან გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისმის შეძახილები „სირცხვილია“.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პროკურორებს ტრანსპარანტებით დახვდნენ. ასევე, დატოვეს სტიკერები, რომელზეც პროკურორთა ფოტოებია ასახული. ჟურნალისტები, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.
„ყველა პოლიტპატიმრის საქმეში პროკურორები მთავარი არიან, იციან, რომ დაკავების არასწორი ფაქტებია, გაყალბებულია ოქმები. გავიხსენოთ ზვიად ქორიძის და გიორგი გახარიას საქმეც.
როდესაც თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი ხდები, როგორ უნდა დაიცვა თავი? გაგინებენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებენ. სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ მზია ამაღლობელს”,- აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას