დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
ფიცს ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოს წინაშე, შემდეგ კი ფიცს დონალდ ტრამპი დადებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს. ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. ამის მიზეზი კი ვაშინგტონში ძლიერი ყინვებია. ასეთი რამ ბოლოს 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს მოხდა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან ტრამპის ფიცის დადებას დაესწრებიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბილ კლინტონი.
ასევე ისტორიაში პირველად, ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს