დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკაზე – ხვალ, მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ხვალ მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“, – განაცხადა ტრამპმა.
Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავისი წინასაარჩევნო დაპირება -ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მილიონობით მიგრანტს დააზარალებს.
შეგახსენებთ, ს ინაუგურაციის ცერემონია დღეს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსეს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

ბერდან ოზთურქი PACE-ში საქართველოს შესახებ დებატებზე – თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა – შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს