თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, ენუქიძის, სანაძის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, მელაანის, გვენცაძის და უშაკოვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
