ავთანდილ წულაძე – საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის

ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ევროპას, ს, რუსეთს, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, 20 იანვარი -ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეც დადგა. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი არაპროგნოზირებად პოლიტიკოსად მიიჩნევა, ეს გარემოება დიდ შეშფოთებას იწვევს როგორც ამერიკაში, ასევე სხვა ქვეყნებში.
რაა იმის მიზეზი, რომ თავად ამერიკაშიც საკმაოდ დიდი ნაწილია შეშფოთებული ტრამპის არჩევით და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც?
– აშშ-ს საზოგადოების ნაწილშიც და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შეშფოთების მთავარი მიზეზია ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკა, რაც დღევანდელ მსოფლიოში ძალიან სახიფათოდ ჩანს. ასეა, რადგან დღევანდელ მსოფლიოში არის მსოფლიო კონფლიქტი დასავლეთსა და ჩინეთის მოკავშირეებს შორის. როგორც „ცივი ომის“ დროს იყო. ჩამოყალიბებულია ორი ბანაკი და შეიძლება ითქვას, რომ მეორე „ცივი ომი“ უკვე მიმდინარეობს.
ასეთ სიტუაციაში ამერიკის, როგორც დასავლეთის მთავარი სამხედრო და ეკონომიკური ძალის მქონე ქვეყნის იზოლაციონიზმი, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა და შეშფოთებას იწვევს ევროკავშირშიც, ბრიტანეთშიც და იმ ქვეყნებშიც, რომლებიც აშშ-ს პარტნიორები არიან. ისეთ ურთულეს ვითარებაში, როცა დასავლეთსა და ჩინეთისა და მის მოკავშირეებს შორის აქამდე არნახული მასშტაბის კონფლიქტია, შესაძლოა, დასავლეთმა დაკარგოს ინიციატივა.
აშშ-ს საზოგადოების ნაწილშიც და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შეშფოთების მთავარი მიზეზია ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკა, რაც დღევანდელ მსოფლიოში ძალიან სახიფათოდ ჩანს. ასეა, რადგან დღევანდელ მსოფლიოში არის მსოფლიო კონფლიქტი დასავლეთსა და ჩინეთის მოკავშირეებს შორის. როგორც „ცივი ომის“ დროს იყო. ჩამოყალიბებულია ორი ბანაკი და შეიძლება ითქვას, რომ მეორე „ცივი ომი“ უკვე მიმდინარეობს
მათ შორის ურთულეს და ახლა უმწვავეს უკრაინის საკითხში. ასევე ევროკავშირს, ევროკავშირის უსაფრთხოებას. ასევე პრობლემური იქნება ეკონომიკური უთანხმოება აშშ-სა და ევროკავშირს შორის.
ტრამპი ტარიფების გაზრდას გეგმავს არა მარტო ჩინეთისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ასევე კანადასაც ემუქრება ტარიფების გაზრდით და სხვა მის მოკავშირეებს.
– დიდი მოლოდინი და ინტერესი არსებობს შვეიცარიაში დაგეგმილ ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით. არავინ იცის, სავარაუდოდ, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ისინი.
ბევრი თვალსაზრისით ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ჰგვანან. ტრამპი პატივს არ სცემს მსოფლიოში დადგენილ წესებს, იგი ხშირ შემთხვევაში არღვევს ძველ წესებს და ქმნის საკუთარს.
ტრამპის მსგავსად არც პუტინი აღიარებს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დადგენილ წესებს, მათ შორის საერთაშორისო სამართალის პრინციპებსა და ნორმებს….
– ტრამპის მსგავსად პუტინიც იზოლაციონისტია. საქმე ისაა, რომ აშშ-ში მოვიდა იზოლაციონისტი პრეზიდენტი, იზოლაციონისტი პრეზიდენტი პუტინი ისედაც იყო.
პუტინმა პოლიტიკური სახე მაშინ შეიცვალა, როცა კრემლმა მთავარ პრობლემად უკრაინა მიიჩნია და და დონბასი დაიკავა.
მანამდე პუტინი იზოლაციონისტი არ იყო და პოზიციონირებდა, როგორც პროდასავლელი პოლიტიკოსი.
– კი პოზიციონირებდა პროდასავლელ პოლიტიკოსად, მაგრამ რამდენად იყო პროდასავლელი, ეს კიდევ სხვა საკითხია…
– პროდასავლელი იმ თვალსაზრისით იყო, რომ შედიოდა G8-ში, რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკა იყო მიმართული იმაზე რომ ხორციელდებოდა დასავლეთის ეკონომიკასთან და დასავლურ სამყაროსთან მაქსიმალური ინტეგრაცია.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც რუსეთში ძალოვნები გახდნენ მთავარი პოლიტიკური ძალა, ლიბერალები და ლიბერალური ეკონომიკის გამტარებელი ძალები დასუსტდნენ, რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში მოხდა ცვლილებები.
აშშ-ში ომებით უკმაყოფილება და დაღლილობა დაემთხვა ერთმანეთს, რის გამოც აშშ-ში ტრამპი გახდა პოპულარული ფიგურა
– ტრამპის განცხადებებს არჩევნებამდე ვადევნებდით თვალს. თუ იგი პუტინს რუსეთთან და უკრაინის საკითხში ევროპის ლიდერებთან შეუთანხმებელი პოზიციების ესაუბრა და შესაბამისი პოლიტიკა გაატარა, ტრამპი ბევრი თვალსაზრისით დაემსგავსება სსრკ-ს ბოლო ლიდერს გორბაჩოვს.
გორბაჩოვის „პერესტროიკამ“ დაშალა სსრკ, რასაც პუტინი მისტირის. თუ ტრამპმა ისეთივე ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, როგორც თავის დროზე გორბაჩოვმა, ეს რა საფრთხეებს შეუქმნის აშშ-ს?
– ტრამპი გორბაჩოვს იმ მხრივ ჰგავს რომ სსრკ დაღლილი იყო ომებით და სსრკ-ს საშუალო ფენა იყო ძალიან უკმაყოფილო, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად ვერ ვითარდებოდა.
აშშ, დაწყებული ბუში უმცროსისგან 20 წელი ომობდა ერაყში, ავღანეთში, ტრილიონები დახარჯეს, ბევრი ჯარისკაცებით დაეღუპათ. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა ამერიკის დეინდუსტრიალიზაცია.
ამ პროცესმა დაარტყა საშუალო ფენას. აშშ-ს საზოგადოების მთავარი დასაყრდენი სწორედ საშუალო ფენაა. აშშ-ში ომებით უკმაყოფილობა და დაღლილობა დაემთხვა ერთმანეთს, რის გამოც აშშ-ში ტრამპი გახდა პოპულარული ფიგურა.
ახლა აშშ-ში იმას ამბობენ, რასაც სსრკ-ს დროსაც ხალხი ამბობდა – რად გვინდა აფრიკისა და სხვა ქვეყნებს რომ ვეხმარებით. ახლა ტრამპი ამბობს პრაქტიკულად იმავეს და ამას ეფუძნება მისი იზოლაციონიზმი. აშშ-ს კონსერვატიული ამომრჩეველი თვლის, რომ ის არის ნამდვილი ამერიკელი, – ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მსოფლიოში რა ხდება და ჩვენმა პრეზიდენტმა უნდა მოუაროს თავის ქვეყანას.
მას შემდეგ, რაც რუსეთში ძალოვნები გახდნენ მთავარი პოლიტიკური ძალა, ლიბერალები და ლიბერალური ეკონომიკის გამტარებელი ძალები დასუსტდნენ, რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში მოხდა ცვლილებები
განსხვავება იმაში, რომ სსრკ-ს არ ჰქონდა ისეთი ეკონომიკური ბერკეტი, როგორიც დოლარის არსებობაა. ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის შინაარსი ასეთია – ამერიკის რეინდუსტრიალიზაცია, ქარხნები უნდა დაბრუნდნენ ამერიკაში და ამისთვისაცაა საჭირო სხვა ამერიკული ფინანსებით სხვა ქვეყნების წარმოებულ საქონელზე ტარიფების აწევა.
აშშ ისედაც პირველი ეკონომიკის ქვეყანაა, მაგრამ, ტრამპი უარყოფს, ე.წ. მწვანე ეკონომიკას, თვლის რომ ნავთობი არის აშშ-ს უპირატესობა, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ამერიკამ უნდა მიიღოს მაქსიმალური მოგება. ეს კი ნამდვილად ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.
ტრამპი ამბობს, რომ ინვესტიციები უნდა დაბრუნდეს განვითარებადი ქვეყნებიდან ისევ აშშ-ში. ამერიკული ინვესტიციებით ბევრმა ქვეყანამ ისარგებლა და საკმაოდაც გამდიდრდა. ტრამპს უნდა ფული და ამერიკული წარმოებები დააბრუნოს ამერიკაში.
ტრამპი ამბობს, რომ ინვესტიციები უნდა დაბრუნდეს განვითარებადი ქვეყნებიდან ისევ აშშ-ში. ამერიკული ინვესტიციებით ბევრმა ქვეყანამ ისარგებლა და საკმაოდაც გამდიდრდა. ტრამპს უნდა ფული და ამერიკული წარმოებები დააბრუნოს ამერიკაში
– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, ბევრი, მათ შორიც თქვენც ვარაუდობთ, რომ ტრამპის მეორე ვადის პერიოდი იქნება „ძველი მსოფლიო“ წესრიგის განადგურების ეპოქა.
ეს როგორ ჯდება აშშ-ს პოლიტიკაში უკრაინის საკითხში რუსეთის მიმართ პოლიტიკაში და რა ფორმა შეიძლება მიიღოს მან?
– ტრამპი ანადგურებს გლობალიზმის პოლიტიკას. გლობალიზმი დაიწყო მაო ძე დუნთან ნიქსონის ვიზიტით აშშ მიერ გლობალისტური პოლიტიკის გატარებით.
ამერიკულმა ფირმებმა ჩინეთში მიუხედავად იმისა დაიწყეს საქმიანობა, რომ ჩინეთს კომუნისტები მართავდნენ. ახლა ტრამპი დეგლობალიზაციის პოლიტიკის ლიდერია მსოფლიოში.
ახლა ტრამპი დეგლობალიზაციის პოლიტიკის ლიდერია მსოფლიოში
– ტრამპის დეგლობალიზაციის პოლიტიკა როგორ იმოქმედებს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე?
– უარყოფითად, იმიტომ რომ ტრამპისთვის მთავარია მხოლოდ აშშ- უსაფრთხოება. მისთვის ევროკავშირის უსაფრთხოება მეორადია. აშშ-ს დეგლობალიზაციის პოლიტიკა ჰქონდა მეორე მსოფლიო ომამდე. მაშინ ვაშინგტონის ასეთმა პოლიტიკამ მეორე მსოფლიო ომის პროვოცირებაც მოახდინა. ტრამპის დეგლობალიზაციისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა მსოფლიოში უფრო მეტ კონფლიქტებს გამოიწვევს, ვიდრე მანამდე იყო.
ტრამპის დეგლობალიზაციისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა მსოფლიოში უფრო მეტ კონფლიქტებს გამოიწვევს, ვიდრე მანამდე იყო
– ანუ, ტრამპი აცხადებდა რომ ომებს გააჩერებდა, მაგრამ შესაძლოა, მისმა პოლიტიკამ ომები და მეტი ქაოსი გამოიწვიოს მსოფლიოში?
– რა თქმა უნდა, ტრამპი თამაშობდა და ახლაც თამაშობს ამერიკელთა „ნაციონალურ ეგოიზმზე“. მშვიდობაზე აშშ-ში საზოგადოების დაკვეთა კი არსებობს, მაგრამ აშშ-ში ახლა ომი არ მიმდინარეობს. ტრამპის ლოზუნგი მშვიდობაზე ასეთია – აშშ არ დახარჯავს ფულს ომზე და არ გაგზავნის თავის ჯარისკაცებს იქ, სადაც ომი მიმდინარეობს.
ანუ, ომი სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს, ევროპაში, ანაც მსოფლიოს რომელიმე ნაწილში აშშ-მ არ უნდა დახარჯოს ფული.
ტრამპის ლოზუნგი მშვიდობაზე ასეთია – აშშ არ დახარჯავს ფულს ომზე და არ გაგზავნის თავის ჯარისკაცებს იქ, სადაც ომი მიმდინარეობს
– ტრამპი არჩევამდე აცხადებდა რომ არჩევის შემთხვევაში უკრაინა-რუსეთის ომს 24 საათში დაასრულებდა. მაგრამ, ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში კიტ კელოგი ამბობს – „უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებას 100 დღე დასჭირდება, მაგრამ შესაძლოა, ეს პერიოდიც ბევრად გრძელი აღმოჩნდეს“.
კიტ კელოგის ეს განცხადება რას შეიძლება ნიშნავდეს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია დამთავრდა და ტრამპის მთავრობის წევრებს ესმით, რომ რეალობა უფრო რთულია, ეს ტრამპის გადმოსახედიდან ჩანდა.
უკრაინის საკითხის მარტო ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ვერანაირად ვერ გადაწყვეტს. უკრაინა-რუსეთის ომი უკვე დიდი ხანია მსოფლიო პრობლემაა, მასში ბევრი ქვეყნები არიან ჩართული და მათაც თავისი ინტერესი აქვთ.
უკრაინის საკითხის მარტო ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ვერანაირად ვერ გადაწყვეტს. უკრაინა-რუსეთის ომი უკვე დიდი ხანია მსოფლიო პრობლემაა, მასში ბევრი ქვეყნები არიან ჩართული და მათაც თავისი ინტერესი აქვთ
მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ომში ჩართულები იყვნენ სსრკ, ბრიტანეთი აშშ და საფრანგეთი, ყველას თავისი ინტერესები ჰქონდა, ახლაც ისეა, უკრაინის საკითხს, მარტო რუსეთი და ამერიკა ვერ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება აწყობდეს ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, ბრიტანეთს და ევროკავშირს და ასე შემდეგ. ბევრის ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.
– ეგ გასაგებია, მაგრამ, პირველ რიგში, უკრაინის ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.
ხომ არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ შვეიცარიაში დაგეგმილი ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებები დაემსგავსოს 1938 წლის მიუნხენი -ის მოლაპარაკებებს, ანუ, ეს შეხვედრა, რეალურად, მიუნხენი-2 აღმოჩნდეს?
– ტრამპი-პუტინის შვეიცარიაში დაგეგმილი შეხვედრა მიუნხენი-2 არ აღმოჩნდება, რადგან აშშ-სა და რუსეთს არ აქვთ ისეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ მათი გადაწყვეტილება მთელმა მსოფლიომ გაიზიაროს და კანონად მიიღოს.
თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ისეთ კონფერენციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას შედგა და როგორიც იყო იალტის კონფერენცია, ამის მსგავს კონფერენციაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩინეთმა, რუსეთმა, უკრაინამ, აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და ასე შემდეგ.
ტრამპი-პუტინის შვეიცარიაში დაგეგმილი შეხვედრა მიუნხენი-2 არ აღმოჩნდება, რადგან აშშ-სა და რუსეთს არ აქვთ ისეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ მათი გადაწყვეტილება მთელმა მსოფლიომ გაიზიაროს და კანონად მიიღოს
თუ ამგვარი, ან მსგავსი კონფერენცია არ გაიმართა უკრაინის საკითხზე, მარტო ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შედეგები გამოიწვევს უთანხმოებას დასავლურ და ანტიდასავლურ ბანაკებს შორის. უკრაინის საკითხში დიდი უთანხმოება აშშ-სა და ბრიტანეთს შორის, აშშ-სა და ევროკავშირს შორის. გარკვეულ საკითხებში რუსეთის, ჩინეთის, ირანის ინტერესებიც უკვე ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
– გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სის ელაპარაკა. ტრამპი გარკვეულ სიგნალებს უგზავნის თეირანს, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის.
არადა, ირანმა და რუსეთმა უკვე ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიულ პარტნიორობაზე. აქეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვს არ ვავიწყდებით და დრო და დრო 3 + 3- ის ფორმატში გვეპატიჟება.
ფაქტია, რომ ტრამპს რთული საგარეო პოლიტიკა ექნება გასატარებელი…
– ეს მოვლენები იმაზე მეტყველებს, ამ მოთამაშეებს შორის არ არის შეთანხმებული მოქმედების ერთიანი გეგმა. იმიტომ არის, რომ ახლა ტრამპი ცდილობს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში რამეს მიაღწიოს სი ძინ პინთან, პუტინთან, ირანთან, მაგრამ, იმისთვის, რომ მივიღოთ, როგორც „მშვიდობის გეგმა“, ისეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს, როგორც თავის დროზე პოტსდამში შედგა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბევრად მეტი ქვეყნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ორმხრივი მოლაპარაკებები გაჭიანურდება და უკრაინა-რუსეთის ომი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე გრძელდებოდა.
კონფლიქტოლოგიაში არის ასეთი მოსაზრება – რაც უფრო მეტი მხარეა კონფლიქტის მონაწილე, მით უფრო რთულია კონფლიქტის მოგვარება.
ახლა ტრამპი ცდილობს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში რამეს მიაღწიოს სი ძინ პინთან, პუტინთან, ირანთან, მაგრამ, იმისთვის, რომ მივიღოთ, როგორც „მშვიდობის გეგმა“, ისეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს, როგორც თავის დროზე პოტსდამში შედგა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბევრად მეტი ქვეყნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ორმხრივი მოლაპარაკებები გაჭიანურდება და უკრაინა-რუსეთის ომი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე გრძელდებოდა
როდესაც ერთ ერთზე იყვნენ უკრაინა და რუსეთი, ეს კონფლიქტი ლოკალურ კონფლიქტად ითვლებოდა. ომის დაწყებამდე მაკრონს და სხვა ევროპელ ლიდერებს ჰქონდათ იმედი, რომ ეს ლოკალური კონფლიქტი იოლად მოგვარდებოდა. მაგრამ, ვნახეთ, რომ მოხდა პირიქით, კონფლიქტში ბევრი სხვა ქვეყანა ჩაერთო.
ახლა როცა კონფლიქტში ბევრი ქვეყანაა ჩართული და უკრაინა-რუსეთის ომი მსოფლიო პრობლემა გახდა, მხოლოდ დიდი საერთაშორისო კონფერენციაზე, ამ კონფლიქტში ჩართული ქვეყნების მონაწილეობით შეიძლება ომის დასრულების ოპტიმალურ ვარიანტზე შეჯერება.
– თქვენს მასალას გავეცანი თქვენთან შეხმიანებამდე, იქ თქვენ ამბობთ – „დიდი ქვეყნების მეტოქეობაში გაირკვევა ვინ შექმნის მსოფლიო წესრიგსო“.
ფაქტია, რომ დემოკრატიული და ავტორიტარული ქვეყნები ერთიან წესებზე ვერ შეთანხმდებიან…
– სხვათა შორის, ასეთი გეგმა ჰქონდა ბაიდენსაც. „ცივი ომის“ დროს იყო საბჭოთა ბანაკი და იყო კაპიტალისტური ბანაკი და არსებობდა საერთაშორისო არენაზე ქცევის გარკვეული წესები. ბიპოლარული სისტემა არსებობდა, ახლა ბიპოლარული სისტემა არ არსებობს. ბაიდენს უნდოდა ამ სისტემის ჩამოყალიბება და ამიტომ მან ფსონი გააკეთა ალიანსების შექმნაზე მოკავშირე ქვეყნებთან. იმისთვის რომ დასავლური ბანაკი იყოს მაქსიმალურად ძლიერი და გავლენიანი.
მაგრამ, საქმე ისაა, რომ ტრამპი არღვევს ბაიდენის მოკავშირეებისგან ალიანსების შექმნის იდეას. იმიტომ რომ ბიპოლარული სისტემა არ გამოდის. ფაქტობრივად გამოდის მრავალპოლუსიანობა, მაგრამ, ტრამპი ერთპოლუსიანი სამყაროს მომხრეა, რაც დღევანდელ პირობებში რეალისტური არაა.
საქმე ისაა, რომ ტრამპი არღვევს ბაიდენის მოკავშირეებისგან ალიანსების შექმნის იდეას. იმიტომ რომ ბიპოლარული სისტემა არ გამოდის. ფაქტობრივად გამოდის მრავალპოლუსიანობა, მაგრამ, ტრამპი ერთპოლუსიანი სამყაროს მომხრეა, რაც დღევანდელ პირობებში რეალისტური არაა
ბანაკებიც დაირღვევა, ანტიდასავლურ ბანაკში კი იქნებიან ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, მაგრამ, მათ განსხვავებული ინტერესები და ამიტომ უთანხმოებები ექნებათ.
– საქართველოს თემაზე ტრამპის თანამებრძოლები, მათ შორის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აქტიურად არიან ჩართული.
ისინი არ აღიარებენ 29 ოქტომბრის ს შედეგებს, მათი მოთხოვნით სანქციები დაწესდა ივანისთვის და კიდევ სხვებს. ახლა ისინი ბრიტანეთს მოუწოდებენ სანქციები დაუწესონ ივანიშვილს.
სავარაუდოდ, საქართველოს საკითხებში როგორ პოლიტიკას გაატარებს პრეზიდენტი ტრამპი?
– ბაიდენსა და ტრამპს შორის ის განსხვავებაა, რომ ბაიდენი პოლიტიკა უფრო იდეოლოგიას ეფუძნებოდა. ის მხარს უჭერდა საქართველოს იმის გამო, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. რაც შეეხება ტრამპს, ტრამპისთვის იდეოლოგია საერთოდაა მეორადი საკითხი, მისთვის მთავარია ეკონომიკური ინტერესები.
ამიტომ, უნდა ვადევნოთ თვალი იმას, თუ როგორ ხედავს ტრამპი აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებს საქართველოში და კავკასიის რეგიონში. რადგან საქართველოში ძალიან გაძლიერებულია ჩინეთის პოზიციები, საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება ვიდრე ბაიდენის. ამგვარი პოლიტიკის მიზანი იქნება ჩინეთისთვის და მისი მოკავშირე რუსეთისთვის პრობლემების მაქსიმალურად შექმნა. რუსეთს იმიტომ, რომ რუსეთს ამ რეგიონში ისტორიულად ბევრი ბერკეტები აქვს.
ბაიდენი პოლიტიკა უფრო იდეოლოგიას ეფუძნებოდა. ის მხარს უჭერდა საქართველოს იმის გამო, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. რაც შეეხება ტრამპს, ტრამპისთვის იდეოლოგია საერთოდაა მეორადი საკითხი, მისთვის მთავარია ეკონომიკური ინტერესები
ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოზე გადის „შუა დერეფანი“. ამიტომ, ტრამპის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში უფრო კონფლიქტური იქნება, ვიდრე ბაიდენის დროს იყო.
ეს იქნება საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის ბერკეტები. როგორ პოლიტიკას გაატარებს აშშ საქართველოს პოლიტიკას, ჯერ არ ვიცით, მაგრამ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონი ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს მათ დასასუსტებლად.
– ვითარებაში, როცა რუსეთის და ჩინეთის ამოცანაა სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთისა და ამერიკის მაქსიმალურად განდევნაა, ამის საპირწონედ თეთრი სახლი რას გაკეთებს?
– ამერიკა გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას იმისთვის, რომ მან აირჩიოს უფრო პროდასავლური კურსი. პროდასავლური კურსი არა რიტორიკის დონეზე, არამედ ეკონომიკურ საკითხებში. ანუ, შეამციროს ჩინეთის და რუსეთის გავლენა.
ტრამპთან იდეოლოგია და მხოლოდ რიტორიკა არ იმუშავებს.
ამერიკა გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას იმისთვის, რომ მან აირჩიოს უფრო პროდასავლური კურსი. პროდასავლური კურსი არა რიტორიკის დონეზე, არამედ ეკონომიკურ საკითხებში. ანუ, შეამციროს ჩინეთის და რუსეთის გავლენა
– თუ ორივე მხარეს რეგიონის მიმართ ინტერესი, მათ შორის ეკონომიკური ინტერესი აქვთ, „შუა დერეფანში“ ორივემ რომ ერთმანეთთან წარმატებით ითანამშრომლონ, არ შეიძლება?
– საქმე ისაა, რომ ვიღაცას პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს. ამაზეა საუბარი რადგან ეს დიდი ქვეყნები მეტოქეობენ. ორივეს უნდა „ოქროს აქციის“ მფლობელი იყოს. ვისაც მეტი აქცია აქვს, სატრანზიტო პროცესებს ის მართავს.
ასე რომ ჩვენთვის მთავარი საკითხები ეკონომიკური საკითხები იქნება. სხვათა შორის, გადაჭარბებულ ყურადღებას ვამახვილებთ პოლიტიკოსების განცხადებას და რიტორიკაზე, იდეოლოგიაზე. ტრამპისთვის კი მას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო დიპლომატია და გამოვიყენოთ ე.წ. „რბილი ძალა“ ჩვენი ინტერესების დასაცავად. ახლა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილია ქართული დიპლომატიაა.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო დიპლომატია და გამოვიყენოთ ე.წ. „რბილი ძალა“ ჩვენი ინტერესების დასაცავად. ახლა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილია ქართული დიპლომატიაა
– რასაც ვადევნებთ თვალს, ჩვენთან ყველა იყენებს „რბილ ძალას“ და ჩვენ იქეთ როგორ გამოვიყენებთ?
– „რბილ ძალას“ იმიტომ ჰქვია „რბილი ძალა“ რომ არ სჭირდება ისეთი რესურსი, როგორიცაა სამხედრო ძალა. აქ მთავარია ინტელექტი, დიპლომატია, პიარი და ასე შემდეგ.
– ამის რესურსი გვაქვს?
– ამის რესურსი გვაქვს თუ მას გამოვიყენებთ და სისტემურად ვუმუშავებთ.
– ვითარებაში, რომელშიც ვართ, მხედველობაში მაქვს ის, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო გადავიკიდეთ ჩვენი ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებით და ასეთ პირობებში „რბილი ძალის“ გამოყენება როგორ წარმოგიდგენიათ?
– საქმე ისაა, რომ ჩვენი ხმა საერთოდ არც ისმის. საერთაშორისო არენაზე ისმის მხოლოდ ს პროდასავლური განცხადებები და ანტიდასავლური ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების.
– იმიტომაც ვცდილობდი, იმის გარკვევას, მთავრობის ამგვარ რიტორიკაზე რა რეაქცია ექნება ტრამპს?
– საერთოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ტრამპს ძალიან იოლად შეუძლია გული მოუვიდეს რამეზე. თუ ისეთი განცხადება წაიკითხა, რომელიც არ მოეწონა, შეიძლება, ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება მიიღოს.
– სომხეთმა აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. პარალელურად, ერევანი ევროკავშირისკენ იკვლევს გზას.
როგორც ამბობენ, აშშ-ში სომხეთის მხარდაჭერის საკითხზე „სომხური ლობი“ აქტიურად მუშაობს?
– ამ წელს სომხეთში უნდა ჩატარდეს არჩევნები და ამიტომ, ჩემი ვარაუდით, აშშ-ში აქცენტი საქართველოდან სომხეთზე გადავა. 2025 წელს დიდი ქვეყნების მეტოქეობის ასპარეზი სომხეთი იქნება.
2025 წელს დიდი ქვეყნების მეტოქეობის ასპარეზი სომხეთი იქნება
მნიშვნელოვანია არჩევნებში რა ძალა გაიმარჯვებს. ამიტომ სომხეთში პროდასავლური და ანტიდასავლური ძალებს შორის შერკინების წელი იქნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი