ჯოზეფ ბორელი – გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა – ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილების მიღება

გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.
მისი თქმით, ევროპულ საბჭოს დღეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი აქვს განსახილველი.
„არის გაფართოების საკითხი, დაფინანსების საკითხი, ასევე ომი ში და ღაზაში არსებული სიტუაცია. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რაც შეიძლება უნდა გავაძლიეროთ, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო და ფინანსური დახმარების თვალსაზრისით. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რადგან ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ომი ასევე ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენი განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გაფართოების საკითხს. გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა. არის უფრო ძლიერი სტაბილურობის უნარი, რაც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ბალკანეთის რეგიონსა და კავკასიაში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ