ვინ არის ექიმი, რომელიც დღეს ჩოხატაურში ავარიის შედეგად გარდაიცვალა

დღეს, დილით 11 საათზე ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი ექიმის მეუღლე, შაქრო კუტუბიძე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძიმე ტრამვები მიიღო ნინო ექიმმა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ექიმის მეუღლე კი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
სოციალურ ქსელში ჩოხატაურში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ექიმ ანესთეზიოლოგს, ნინო პაიჭაძეს ახლობლები, მეგობრები, პაციენტები ემშვიდობებიან.
“კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკვდილმა სიცოცხლეზე. განადგურებული ვართ ყველა ამ საშინელი ტრაგედიით. უფალს ებარებოდეთ, ჩემო სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინო ექიმო”.
“როგორ მიჭირს, ჩვენო თბილო, კეთილო, სიკეთით სავსე ნინო ექიმო, თქვენზე წარსულში საუბარი”.
“თავზარდამცემი დილა გაგვითენდა დღეს ჩოხატაურელებს. რთული სამუშაო დღის შემდეგ სახლში მეუღლესთან ერთად ბრუნდებოდი, ყველასთვის განსაკუთრებულო, გულისხმიერო, თბილო გოგო. შენი ერთი გაღიმება შვება იყო პაციენტებისთვის. ეს რა ნათლისღება გაგვითენე, ნინი. რით ვანუგეშოთ შენი ოჯახი, რა ვუთხრათ შაქროს? ერთმანეთს მდუმარედ შევყურებთ ყველა. გვიჭირს და გვიმძიმს რეალობას თვალი გავუსწოროთ”(გურიანიუსი)

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია