ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი – ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს საქართველოს – იმედი მაქვს, რომ უკრაინის შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი დენკოვის განცხადებით, აუცილებლად დავუჭერენ მხარს საქართველოს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ“, – განაცხადა ნიკოლაი დენკოვმა.
დენკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერები საერთო გადაწყვეტილებამდე ერთად უნდა მივიდნენ.
„იმედი მაქვს, რომ უკრაინის შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.