საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ე.წ შუამავლების საქმიანობის გამჭირვალეობა აუცილებელია – ამის შესახებ “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” (TCRC) აცხადებს.
ორგანიზაციის განმარტებით, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში „გადამზიდავ – ექსპედიტორების“ ე.წ შუამავლების – საქმიანობის გამჭირვალეობა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში, ტვირთმფლობელსა და გადამზიდავ კომპანიებს შორის ხშირად, შუამავლების სახით, ე,წ. გამოუცდელი “დისპეჩერები” ერთვებიან, მათი საქმიანობა, ბაზარზე მომუშავე გადამზიდავი – მძღოლებისათვის უკმაყოფილებას იწვევს, რადგანაც, “გაუმჭირვალე” მაღალი – საპროვიზიო ტარიფის გარდა, ხშირად, გადაზიდვის პროცესის დასრულების შემდგომ, ე.წ. დისპეჩერების მხრიდან, კუთვნილი გასამრჯელოს მიღება დაგვიანებით ხორციელდება.
ბუნებრივია გადამზიდველი კომპანიის მძღოლები ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
TCRC გვთავაზობს, ამ პრობლემის მოგვრების ხედვას. ორგანიზაცია იქვე აღნიშნავს, რომ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” გვერდის მკითხველებისათვის, შესაძლოა, რიგი ასპექტები სადავო აღმოჩნდეს, ამიტომ მისასალმებელი იქნება ღია დისკუსიის გახსნა.
“პრობლემის არსი:
„გადამზიდავ – ექსპედიტორების“ საქმიანობას, ხშირად შუამავალი ე.წ „დისპეჩერების“ ახორციელებენ, მათი საქმიანობის შეზღუდვა – კონკურენტული ბაზრის პირობებში, რთულად წარმოსადგენია, გამორიცხულია, რომ გადაზიდვების ბაზრის მონაწილე ნებისმიერი სუბიექტის სატარიფო სფეროში საქმიანობა იქნეს გარედან შეზღუდული, მაგრამ გადამზიდავების განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ სფეროში ერთვებიან ე.წ გამოუცდელი შუამავლები, რომლებიც საკუთარი საშუამავლო გასამრჯელოს მაქსიმალიზაციის ხარჯზე, აქვეითებენ გადამზიდავის კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად გადამზიდავები აყენებენ საკითხს ასეთი შუამავლების საქმიანობის რეგლამენტირების, სახელმწიფოს მხრიდან მათი საქმიანობის აღიარების (პირობითად სერთიფიცირების) და მათი ანაზღაურების იურიდიულ ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობლობის შესახებ.გადამზიდავი მძღოლების განმართებით, ასეთი ე.წ. „დისპეჩერები“, სატრანსპორტო საშუალების დაქირავებისას, არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ, ტვირთის დაზიანების, დაგვიანებით დანიშნულ ადგილზე ჩატანაზე, ამასთან, მათი მხრიდან, არანაირი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოთხოვნა არ ხდება. ხშირია შემთხვევები, რომ მიუხედავად ხელშეკრულების არსებობისა ირღვევა ანაზღაურების ვადები.
პრობლემის მოსაგვარებლად მიგვაჩნია: „გადამზიდავ – ექსპედიტორების“ საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ აღიარების რეესტრის შექმნა, რომელიც ე.წ სერთიფიცირებადად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამასთან, მათი კომპეტენტურობის დადასტურების შემთხვევაში გაიცეს სათანადო დოკუმენტი – თუნდაც სერთიფიკატი. სერთიფიკატის გამცემმა ორგანომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი „გადამზიდავ – ექსპედიტორის“ პატიოსნებაზე და ბაზარზე ქცევის წესებზე. საწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, საქმიანობის შეწყვეტის აუცილებლობაზე.შემუშავდეს მექანიზმი, რათა ნებისმიერმა ტვირთმფლობელმა თუ ტვირთმიმღებმა სავალდებულო წესით ტვირთზიდვა დაუკვეთოს, საქართველოში მოქმედ აკრედიტებულ სერთიფიცირებულ „გადამზიდავ – ექსპედიტორს“, ე.წ. დისპეჩერს, მათი სია აიტვირთოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ გვერდზე. სია გახდეს ტრანსფარენტული და ნებისმიერი გადამზიდავისათვის.ნებისმირი კომენტარების არსებობის შემთხვევაში შემთხვევაში, ისინი უფრო სანდონი გახდებიან ადგილობრივი და უცხოელი გადამზიდავებისათვის და ტვირთმფლობელებისათვის.შედეგობრივად, ასეთი მიდგომა არ ნიშნავს ვინმეს ბიზნეს საქმიანობაში ჩარევას, პირიქით ასეთი ქმედება ზღუდავს ბაზარზე მაქინაციებს, ხაფანგების დაგებას, დემპინგით მუშაობას, სახელმწიფოსათვის შემოსავლების დამალვას.სერთიფიცირების პრობლემის მოგვარება, მხოლოდ ნაწილობრივ დაეხმარება, ქართველ გადამზიდავებს პრობლემის მოგვარებაში, რადგანაც საქართველოს გარეთ მოქმედი ე.წ. დისპეჩერების საქმიანობის გამჭირვალობა, დამატებით დისკუსიის თემას წარმოადგენს,” – წერს TCRC და ასკვნის, რომ დისკუსიის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს, პრობლემის მოგვარების გზების ძიებას, აუცილებელია.