საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები იკრიბებიან და პირდაპირ ეთერს ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები მორიგი აქციის გასამართად იკრიბებიან.
მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერის დათმობას სთხოვენ.
კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელმა მენეჯმენტმა ტელევიზია პარტიულ ტელევიზიად აქცია.
“ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს. მენეჯმენტმა, ის ფაქტობრივად, პარტიულ ტელევიზიად აქცია და არ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს. კერძოდ, ის შეთანხმება, რაც შედგა, რომ ყოფილიყო საზოგადოების წარმომადგენელი ყოველ დღე ეთერში, ახალი წლიდან აღარ სრულდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ითხოვენ დღის ეთერში შესვლას და საკუთარი პროფესიული ვალდებულების შესრულებას, მენეჯმენტი ამის შესაძლებლობას არ აძლევს. ამიტომ ჩვენ ყოველ დღე აქ ვიკრიბებით და ვითხოვთ იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარი ვალდებულება შეასრულოს, რაც არის მოქალაქეების, ტელემაყურებლების ინფორმირება”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება