უკრაინაში პრორუს პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესდა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ პრორუს პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა.
შესაბამის განკარგულებას ზელენსკიმ ხელი დღეს, 19 იანვარს, მოაწერა.
ასეთ პირებს ჩამოერთმევათ ყველანაირი ჯილდო, რადგან ზელენსკი მიიჩნევს, რომ „უკრაინის გმირის ჯილდო მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვინც ნამდვილად უძღვნის ცხოვრებას ს. “
“ახლახან ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის. ვბლოკავთ პროპაგანდისტებს, რომლებიც რუსეთზე მუშაობენ, რომლებიც მტრის მხარეს გადავიდნენ და ეხმაურებიან რუსეთს ომის გაგრძელებაში. ასევე, ვართმევთ სახელმწიფო ჯილდოებს – უკრაინის გმირის ჯილდო მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვინც ნამდვილად უძღვნის ცხოვრებას უკრაინას. ახლა სანქციების კიდევ ახალ პაკეტს ვამზადებთ. [პაკეტი] მალე იქნება]”, – განაცხადა ზელენსკიმ.