ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას ევრორეკომენდაციების 90% უკვე შესრულებული აქვს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ მ თითქმის სრულად შეასრულა ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები.
“უკრაინა აღწევს დიდ პროგრესს რეფორმებში, რომელიც მოიყვანს ჩვენს კავშირამდე. გასულ თვეს ჩვენმა გაფართოების ანგარიშმა აჩვენა მკაფიო პროგრესი ყველა საფეხურზე, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ. იმ დროისთვის, რეფორმების 90% უკვე შესრულებული იყო. ჩვენ განვსაზღვრეთ 4 რეფორმა ყველა ეტაპის სრულად დასრულებისთვის. და ამ თვეში, გაფართოების ანგარიშს შორის და ახლა, უკრაინა აგრძელებს ყველა მათგანზე მუშაობას”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო ორი ანტიკორუფციული კანონი – ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შემადგენლობისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ასევე, კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ, ცვლილებებით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.