შეხედეთ “შუა დერეფნის” ქვეყნებს… – “მაფიზური” ქვეყნებია ესენი, ამიტომ დერეფანში ერთიანი პოლიტიკის გატარება ძალიან რთულია, თითქმის, შეუძლებელი, – ასე ფიქრობს სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დავით გოჩავა. მისი შეფასებით დერეფნის წევრი ქვეყნები მთავარ აქცენტს აკეთებთ ინფრასტრუქტურაზე, არადა, გოჩავას მტკიცებით, ინფრასტრუქტურა არ არის გადამწყვეტი.
დავით გოჩაბვა აქვე “შტადლერის” ორსართულიან მატარებელსაც აკრიტიკებს და იმასაც დასძენს, რომ მთავარი, რაც სარკინიგზო სფეროში უნდა შეიცვალოს, ცნობიერებაა.
“შტადლერის” მატარებლები ახსენა, თითქოს რაიმე პოზიტიური იყოს მასში – დადის დედაქალაქიდან ქვეყნის ერთ ბოლოში, და შუალედურ ისტორიულ სარკინიგზო ქალაქებს – ხაშური და სამტრედია, – ვერ ემსახურება, ხოლო მისი მომსახურება “საქართველოს რკინიგზას” უზარმაზარი თანხა უჯდება. იაპონიის რკინიგზის რეფორმების გაკვეთილი ასეთია: წარმატებას რომ მიაღწიო სარკინიგზო სფეროში, მთავარია სარკინიგზო კომპანიის მომუშავეთა ცნობიერების შეცვლა. ყველაზე რთული ეს არის… ამის გარეშე “საქართველოს კრკინიგზა” ვერ გახდება ეფექტიანი სარკინიგზო კომპანია, ბოლო ჭანჭიკიც რომ შეცვალო ინფრასტრუქტურაში. და კიდევ ერთი: “მსოფლიო ბანკმა” გვითხრა, აგვიხსნა, რომ “შუა დერეფანი” ვერ გახდება ტრანსკონტინენტური გადაზიდვების დერეფანი, და ის დარჩება მხოლოდ რეგიონალურ დერეფნად, რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენი მთავარი მიზანია მის “ეკონომიკურ დერეფნად” გარდაქმნა, თუ მოვახერხებთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული ინსტიტუციური ცვლილებები დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში, და არა მხოლოდ ჩვენთან…” – წერს დავით გოჩავა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოსტის კომენტარად.